თიანელები
დიდებული ქალბატონის გამოსათხოვარი
„კუბო მძიმე იყო ელდით და სევდით. ძლივს მიჰქონდათ მხრებით ჯარისკაცებს კუკიის აღმართზე. შიგ ცხედარი არ ესვენა – მხოლოდ ფერფლი და ძვლები… მერე აკაკანდნენ ავტომატები, ღრუბლები დაფლითეს, მიმოფანტეს. მზემ დალალები ჩამოშალა, გაათბო საფლავის მიწა, ფესვი მოუმაგრა ბალახს. გაზაფხულზე იქ უკვე ყაყაჩოების ცეცხლი ენთო“…                 ეთერ თარიმანი
2009 წლის პირველ ოქტომბერს დიდებულ, დიდბუნებოვან, უკეთილშობილეს და ღირსეულ ქალბატონს გამოეთხოვა თიანეთი… რჩეულები მიჰყავს სიკვდილსაცო, მართალი ყოფილა… უდროოდ დავკარგეთ ორი შესანიშნავი ვაჟკაცის დედა და საოცარი პედაგოგი – ეთერ თარიმანიშვილი, სათნოების კეთილშობილების განსახიერება, უბადლო მამულიშვილი და ერის ჭირის თუ ლხინისუფალი ჟურნალისტი. მოღვაწეობდა თიანეთის რაიონის გაზეთში, საქართველოს რადიოში, გაზეთ კვირის პალიტრაში… ძალიან ლამაზი და კაშკაშა კელაპტარი დაგვინთეთ სულში ქალბატონო ეთერ ყველას, ვინც თქვენი მოსწავლეები ვიყავით. შეგვზარა თქვენმა ტკივილმა იმდენად, რომ ვერაფრით განუგეშეთ ხმაწართმეულებმა.. თქვენ კი ესოდენ უდრტვინველად შეუდექით იმ გოლგოთას, რაც მძიმე ხვედრმა გარგუნათ. ჩვენი გული გლოვობს და ეს გლოვა გაგვყვება იმ მოგონებების საგზლად, თქვენ რომ გეკუთვნით… მსუბუქი იყოს თქვენთვის თიანეთის მიწა…                                                                        ლევან ცალუღელაშვილი
უფსკრულისაკენ მიფრინავენ ფერიები…
ლეგენდა ბორჭომის ციხისა და თორმეტი ასულისა
ბოჭორმის ციხე თვალშეუდგამია დღესაც. ცაში ატყორცნილი _ მედიდურად გადმოჰყურებს მის ფერხთით თავაწყვეტილ, მონავარდე იორს. წარმავალია ყველაფერი ამ ქვეყნად. ბოჭორმის მყარი გალავანიც თანდათან იფხვნება ნოტიო კლდესავით.ისტორიის ფურცლებზე რჩება მისი სიდიადე, განსაცდელი, ზეობის ხანა. მივიწყების ბურუსში ჩაიძირა აბულ კასიმ აბუსაჯის ძის ბარბაროსობის ნაკვალევიც. თორმეტი მზეთუნახავის ამბავი კი ლეგენდად დარჩა.
მეათე საუკუნის თავფურცელი ავისმომასწავლებლად შემოუძღვა არაბთა ლაშქარს. ტფილის მოედვნენ. აქედან კი კახეთისაკენ აიღეს გეზი. სამასი მეციხოვნე იცავდა უჯარმას. ვერ გაუმკლავდნენ მოზღვავებულ სარკინოზებს. სამი დღის მერე მტერმა გზა ბოჭორმისაკენ გაიკაფა. დუმილი და სიცარიელე დახვდათ სისხლმოწყურებულებს. კაცი არ ჭაჭანებდა იმ არემარეში. ვიღაცას უხუმრია კიდეც: ,,რომელიც ბაკი იყო (უჯარმა), მუნ შინა ფიცხლად შეგვებნენ, ხოლო რომელიც ნამდვილი ციხე ყოფილა (ბოჭორმა) იგი უკაცურად დაუგდიათ” (ბოჭორმის ციხე მართლაც გრანდიოზულია უჯარმასთან შედარებით, – ე.თ.). მკლავები ჩამოყარეს სიმწრით. საჭურველი მიყარ-მოყარეს. საამო მყუდროებამ მოადუნა მათი აზვირთებული გონება. დაანთეს ცეცხლი, მიეცნენ მოსვენებას… გულაღმა გაიშოტა ზოგი. უდაბური ტყის სიღრმიდან ნაგლეჯ-ნაგლეჯ მოჩანდა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. პირველყოფილმა მშვენიერებამ ადამიანად ყოფნა მოანატრა მოქანცულ მხედრებს. უცებ პირქუში გოდოლიდან გამოვიდა   მზეთუნახავი. ღვინით სავსე დოქი შემოედგა მხარზე. მშვიდად გაემართა აბრიალებული კოცონისაკენ. ყვითელ სახეებს შავმა ფერმა გადაუარა. შედრკნენ,   დაფეთდნენ. ზოგმა ხანჯალზე გაიკრა ხელი… ,,მოჩვენება” უსიტყვოდ შეერია სემოჯარულ ბარბაროსებს. ღიმილით გაუწოდა დოქი ვიღაცას, ხელით ანიშნა, დამშვიდებულიყვნენ. ცოტა ხანში მეორე ფერია მიეახლა მტრის ბანაკს, მეორე მესამე, ასე… მონარნარებდა თორმეტივე. თავბრუ დაესხათ დაბანაკებულებს, წამოიშალნენ. სარდალმა ჩირაღდნები აანთებინა. მოიარეს ციხის ყველა კუთხე-კუნჭული. ხმლებით ეკვეთნენ გოდოლს, საიდანაც მზეთუნახავი ქალწულები გამოდიოდნენ. კარი ვერ უპოვეს. ცნობისწადილით ალმოდებულებმა ჩააგეს ხმლები. მიეხმატკბილნენ უცნაურად მოვლენილ არსებებს. გაჩაღდა პურობა. ქალწულებმა ჯერ თვითონ შესვეს დოქებიდან თითო ფიალა. მერე შემოჯარულ არაბებს ჩამოურიგეს. ატყდა ბუკის ცემა, დუდუკის ჭყვიტინი, გაბმული მოძახილი. ბედნიერების სხივი ციალებდა აღრიანცებულ, ველურ ჯილაგში… და დაეკონა ერთი მათგანი ხეზე მიყრდნობილ ლამაზმანს. ქალის გაცივებული სხეული უსულოდ დაემხო მიწას…
_ ღალატიო! _ იღრიალა ვიღაცამ. გონს მოეგნენ. აირ-დაირივნენ. სასოწარკვეთილმა კივილმა შეაზანზარა არემარე. მხოლოდ ბოჭორმის ციხე იდგა მდუმარედ. თავბრუდახვეულმა ქალიშვილებმა ბარბაცით გასწიეს ქონგურებისაკენ. ფეხდაფეხ მიჰყვნენ გაცოფებული არაბები. ვეღარ მიუწვდათ ხმალი: წამი და… ციხის გალავნიდან უფსკრულისაკენ გადაეშვნენ ფერიები. მაშინ არაბებმა მახვილით აიტაცეს ძირს დაცემული იმ პირველ ასული სხეული. ქრებოდა მათი თვალისჩინი. მაინც მოასწრეს და გავარვარებულ კოცონზე დაამხეს უმანკო სხეული.
განთიადისას აიყარა არაბთა ლაშქარი.ბოჭორმის დამრეც კალთებზე მიწამიუყრელი დარჩა ასობით თავზეხელაღებული მეომარი. იმ ღამეს ყველა გამოსალმებოდა სიცოცხლეს, ვინც ულამაზეს ქალწულთა ხელით მირთხმეულ მოწამლულ შარბათი შესვა. ამ ამბით გაკვირვებულ აბულ კასიმს მეორე დღეს კახეთის ერისთავი კვირიკე სწვევია _ დედამ გამომგზავნაო. ,,ისევ ქალი!” _ გაუელვა და ელდანაცემ არაბთა სარდალს თვალწინ დაუდგა თურმე, რა სისხლიც დასდენოდა ბუღა თურქს კახეთის მთიანეთში. თბილად მიიღო კახეთის ერისთავი. დაზავდა, მაგრამ თავქუდმოგლეჯილი და გაალმასებული უფლისციხისაკენ   წარემართა. ბევრგან იწვნია ქართველთა გულოვნება და მკლავის ძალა… და მაინც: ყველაზე მეტად ძრწოდა იგი ლამაზი ქალის წინაშე.
ეთერ თარიმანი
ამონაწერი გაზეთ ,,კვირის პალიტრიდან” 2003 წლის 31 მარტი _ 6 აპრილის ნომრიდან.
ბესიკ ხარანაული: ”ერთსაათიან ფიქრში შეიძლება მთელი ცხოვრება ჩაატიო”
გასაუბრება მწერალთან
ათასგან ვიყავ,
ცხენი ათას ღობეს მივაბი,
დავტოვე ყველგან ჩემეული
თითო ნიღაბი -
ზოგან ვაჟკაცის, ზოგან ლოთის
და ზოგან ლაჩრის,
ხოლო მე თვითონ,
ყველასათვის უცნობი დავრჩი -
წერს ერთ ლექსში ბესიკ ხარანაული. იგი მთელი ცხოვრება მიდის და თავისთვის მილაპარაკობს. თუ მოუსმენ, გაიგებ, ჩასწვდები, რა უნდა, რა სტკივა, რა უხარია. თუ არა და… თვითონ გაგიგებს, თვითონ აგიხ-სნის, რა ეკლიანი გზა გამოგივლია, სადღაც უსასრულობიდან რომ მოდიხარ და ისევ უსასრულობაში გაგრძელდები. რომ ცხოვრების უთავბოლო თუ თავბოლოიან არსებობას ზღვარი არ აქვს. თავის ნაწარმოებში “წიგნი ამბა ბესარიონისა” ის ამბობს, რომ ერთხელ გაღმასოფლელმა ნათესავმა ტყის პირას გაყამირებული მიწა მოხნა. უძველესი დროის რაღაც-რაღაც ნატეხები იპოვა. ათი წელი ხნავდა და პოულობდა, უნდოდა როგორმე შეეკოწიწებინა, მაგრამ ერთმანეთს ვერ მიუსადაგა. ზოგი აღმოსავლური კულტურის იყო, ზოგი დასავლურის, მერე სკივრში ჩაკეტა. ხანდახან ამოალაგებს, უყურებს, როგორც უდაბნოს ქვიშას, როგორც ზღვის სივრცეს, როგორც წარსულს და იმით სულდგმულობს. უხარია, რომ ასე დაუსაბამოა სამყარო. ვინ იცის, მილიონი წლის მერე, ვინმე რომ მოხნავს ამ მიწას, რა საგანძურს იპოვის… მეც იმ მხვნელ-მთესველივით დამიგროვდა ჩანაწერები, ამოვამხე სქელი საქაღალდიდან ჩემი ფრაგმენტები, ისინი დრო-ჟამს დამგვანებოდნენ. ერთი მეორეს არ ებმოდა, მაგრამ მიწაც ერთი ჰქონდათ და ცაც ერთი დაჰყურებდათო.
ასეთია პიროვნულადაც: ფიქრიანი, აზრებში ჩაღრმავებული, თვითბუნება. მოდგმიდან მიწაც ერთი აქვს და ცაც. მათგან არც განდგომა შეუძლია, არც ღალატი, რადგან სწორედ მიწა და ცა ჩამოქნის ხოლმე კაცის სულს კელაპტარივით. მერე თუნდ დაიწვი და ნათელი მოაფრქვიე, თუნდა გაქრი უკვალოდ.
- ყველაფერი, რაც მაქვს, მთამ მომცა, იქიდან წამოვიღე, – ამბობს ბატონი ბესიკი, – ჩემი პატარა მიწის ნაგლეჯი თიანეთია, დილით რომ გავიდოდით, საღამოს, ნახირი რომ
ბრუნდებოდა, მაშინ მოვდიოდით სახლებში. რას ვჭამდით, რას ვძოვდით იმ მიწაზე, ივრის ჭალებში, მთა-ტყე-ღრეში, კაცმა არ იცის. ამასობაში, ეტყობა, ძალიან ავივსე მიწით, წყლით. ეტყობა, ესაა არსობის პური და არა უბრალოდ ეგზოტიკა. ორი ძროხა გვყავდა. ახლობლებივით იყვნენ. ისე მიხაროდა მათი არსებობა, გადმოცემა მიჭირს. სკოლა რომ დავამთავრე, იმ წელს გარდაიცვალა ბებოჩემი. ერთი იმის ქელეხში დავკალით, მეორე დედაჩემმა გაყიდა და კოსტიუმი მიყიდა. გარეგნულად შევიმოსე, მაგრამ შინაგანად თითქოს დავცარიელდი. სტუდენტი რომ გავხდი, ერთი ცხოვრება უკვე ამოწურული მქონდა. ყველაფერი ეს თქვა ბებოჩემმა სიკვდილის წინ – დამთავრდა ეს ცხოვრება და ახლა შენ იციო. ის ცხოვრება თითქოს მართლაც დამთავრდა, სხვა დაიწყო, მაგრამ მაინც იქიდან მოვდივარ, ის არასოდეს არ დამთავრდება. მე ჩემი გარემო მქონდა. დედაჩემი ვარა ხარანაული და მირზას და – რუსუდან გელოვანი იყვნენ ჩემი ფიქრისა და აზრის წარმმართველები. ჩვენს ოჯახში და, საერთოდ, ჩემ გარშემო განსაკუთრე-ბუ-ლად სცემდნენ პატივს პოეზიას. მწერლობა, ლიტე-რატურა რაღაც იდეალურ რანგში იყო აყვანილი. ბავშ-ვობიდანვე მეგონა, რომ ეს იყო სიცოცხლის მასაზ-რდოებელი. წერა ადრე დავიწყე და ადრევე დავანებე თავი. სულ უკმარისობის გრძნობა მქონდა…
ფშაურ ფოლკლორში არის საოცრად განსხვავებული ჟანრი – ნატირლები. ეს ფორმა მერე უფრო გაშინაურდა, მერე გამოუჩნდა მკითხველი. ადრე ის ჩვეულებრივი მოთქმა-გოდება იყო. სოფელში იბადებოდა და იქვე რჩებოდა. ლიტერატურისკენ ფეხი არ გადმოუდგამს. სანამ საზოგადოებაში პოპულარული გახდებოდა, მასზე გაცილებით ადრე, ბავშვობიდანვე შემოვიდა ჩემში. მარტო მაღაროსკარში მოსმენილი გოგი თურმანაულის “მაჰკვდია, ბეჩავ, იერემო” ან “სიკვდილსაც მისცა ერთაი ძმა” ღირდა იმად, რომ აქეთ მიმართულიყო ჩემი წერის მანერა. ნატირლებმა სხვანაირად დაიბუდა ჩემში. რაღაც ძალიან გტკივა, ლაპარაკობ და აზრს გადმოსცემ. ეს ლექსი არ არის, მაგრამ პოეზიაა. ლექსი როგორც უნდა გააკეთო, შიგ თუ პოეზია არ დევს, ლექსი არ იქნება.
არ გამკვირვებია აზრთა სხვადასხვაობა ჩემი შემოქმედების გამო. არც ვიბრძოდი. მაინცდამაინც არც მნიშვნელობას ვანიჭებდი. არასოდეს მიფიქრია, რომ ვერ ხვდებიან, რასაც ვწერ. მე მქონდა ჩემს თავთან ბრძოლა. უბრალოდ, გამიხარდებოდა, თუ ჩემს მეგობარს მოეწონებოდა ჩემი ლექსი, თუ არ მოეწონებოდა, ჩემსას მაინც გავაგრძელებდი ისე, რომ მის გემოვნებაზე აზრი არ შემეცვლებოდა. მე თავად თუ არ მოვეშვი საქმეს, სხვების ხათრით არც დავიწყებ და არც დავამთავრებ.
- თქვენი წიგნი ამბა ბესარიონზე ასეთი ეპილოგით მთავრდება: “დაიწერა შემცირების, გაზრდის, გამეორების, დავიწყებისა და დაკარგვის უფლებით. დაიწერა, რომ არ დასრულდეს, ვიდრე მკვდარს არ იპოვის მიწა”, – რას გულისხმობთ?
- რასაც ვამბობ. ამბა ბესარიონი ზოგადი სახეა ადამიანისა, რომელმაც იმთავითვე დაკარგა სამოთხე და სამუდამოდ მისჯილი აქვს ცოდვის ტარება. მას შემდეგ მოდის, ცდილობს გაგახსენოს ახლო და შორეული აღმართები. ამ სიარულში დაიღალა, მაგრამ წამალიც იცის – ესაა ძველის სიკვდილი და ახლის დაბადება.
ფიქრში, რომელიც ჩემი მუდმივი თანამდევია, ყველაზე მეტად იხსნება ადამიანის შინაგანი ბუნება. ეს არის აზროვნება თავისთვის, რომელსაც არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული. ერთსაათიან ფიქრში შეიძლება მთელი ცხოვრება ჩატიო. პოეტი რომ თხზავს – ეს გასაგებია. მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანი “აქედან-აქამდე” ერთხელ მაინც არის ავტორი. ფიქრიც და თხზვაც თავისთავად გამაუვნებელი სიკეთეა. ჯერ არ აუშენებია და არც დაუნგრევია ქვეყანა ადამიანს ისე, როგორც ოცნებაში. შეიძლება ისეთ რამეს მიაღწიო, რომ მასზე არასოდეს გეოცნებოს, ან ოცნება მიღმა დარჩეს, თავისთვის, მაგრამ ის არსებობს. თანაც არსებობს, როგორც ყველაზე ახლობელი, ყველაზე იდუმალი თანაზიარი, ადამიანის მეორე “მე”. ჰოდა, ნებისმიერი ნააზრევი შეიძლება შემცირდეს, გაიზარდოს, გამეორდეს, მიეცეს დავიწყებას, დაიკარგოს, ან არ დასრულდეს, ვიდრე მკვდარს არ იპოვის მიწა. ეს კი იმდენად შორეულია, იქამდე ვერ გადასწვდები. ვერ დაიჯერებ, რომ აზრი მოკვდება, დასამარდება ნიჭი.
- რა მიგაჩნიათ ნიჭის დედაფუძედ – ღვთით ბოძებული მადლი თუ გენეტიკური გარემოს ნაყოფი?
- ერთიც და მეორეც. ნიჭს თუ წარმოვიდგენთ მატერიალურად, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ იგი ათასი ალბათობიდან იბადება. როცა ევროპა არეული იყო, ამერიკაში ბევრმა ფიზიკოსმა მოიყარა თავი, გამოიქცნენ გერმანიიდან, დანიიდან, ნორვეგიიდან, საფრანგეთიდან… ამერიკას მიაწყდნენ, როგორც ოაზისს, მაგრამ იქ რომ შესულიყავი, სადაც ეს ფიზიკოსები თავს იყრიდნენ, არასრულყოფილების თავშესაფარი გეგონებოდა, რადგან ნიჭი თავისებურად გადახრაცაა.
ვაჟა-ფშაველა გენიოსი იყო გენეტიკურად, მაგრამ ფშავ-ხევსურეთის ყოფაც ისე წარიმართა, ვიღაცაში უნდა მოეყარა თავი აქაური ხალხის გენიალობას და ის განივთდა ვაჟას გონებაში. ეს დაუწერელი კანონია. როცა რომელიმე კუთხეს ეკუთვნის პოეტი თუ მწერალი, იგი იმ კუთხის ნიადაგზე აღმოცენდება ხოლმე, მაგრამ იმ დროს კი არა, როცა ზოგადად ხალხშია განფენილი ნიჭიერება, არამედ, როცა დაღვინდება და კლებისაკენ მიდის. სანამ შეწყვეტს არსებობას, ვიღაცაში დებს თავის ენერგიას. იგივე ფშავ-ხევსურული ყოფა და ცხოვრება იმ სახით, როგორიც მოდგმიდან იყო, ახლა თითქმის აღარ არსებობს. ვაჟას დროს დაიწყო კვდომა. თანდათან იშლებოდა დიდი ხალხური ტალანტი. ვთქვათ, შეხედულება კაი ყმაზე. ყოველივე ეს დაიშალა და დეკადანსი დაიწყო. ვაჟას გადააბარა მემკვიდრეობა, მასში ჩადო მთელი ენერგია. ვაჟაც სწორედ ამით იყო დატვირთული. 25 წლისა უკვე მიხვდა, რომ უნდა ეწერა ისე, როგორც წერდა. ფშავ-ხევსურეთში მოარული ტრადიციები მისთვის დედამიწის ამოძახილი იყო და გადმოსცა კიდეც პირველყოფილი სიდიადით…
ალბათ, რაც ამქვეყნად დაწერილა, იმ შესაძლებლის მემილიონედიც არ იქნება, კაცობრიობა ფიქრში დასაბამიდან რომ ქმნის, მაგრამ არასოდეს არავისთან ამხელს. დაუსრულებელია ფიქრიც, რომელიც თითოეულ ჩვენგანში იბადება – ჩვენშივე იკარგება უკვალოდ… ბესიკ ხარანაული ერთგან წერს:
- ჩვენც ვაშენებთ ფიქრებში კოშკებს და ცხადში კი ქოხის კარს ვაღებთ… სიკვდილიც ისტორიის რომელიმე ფურცელზე გვინდა, მაგრამ სულს ჩვენს სარეცელზე ვღაფავთ და მაინც… სიცოცხლით ტკბობაა ყოველივე ეს. ოღონდ გული უნდა გქონდეს, რადგან განა ჩვენს სახედველს და სასმენელს, ან ჩვენს გონებას – გულს მოჰყვა ქრისტე…
ეთერ თარიმანი
მტერო, არ შეგიშინდები…”
არძინბას “დაჩა” 18 წლის ბიჭმა დაცხრილა
შავი ჭიშკარიაო, 777 – მიმასწავლეს. ნაცნობი ქუჩაა. თავში რომ დადგე, ბოლოში გააწვდენ თვალს. 777 ნომერი აქ არსად მეგულება. მისამართს კიდევ სამ-ოთხ კაცს ვეკითხები. აქვეაო – მპასუხობენ დაჟინებით. სულ მოკლე მანძილზე მივადექი რკინის შავ ჭიშკარს. 777 ზედვეა ამოჩუქურთმებული. ეს ერთი თვრამეტი წლის ბიჭის მისამართია. აფხაზეთში დაეცა. 777 მისი ტანკის ნომერი ყოფილა. სახლი მამისეულია, ხალხმრავალი. ოჯახის ნებისმიერ წევრს მაინც იმ ადრე წასული ჭაბუკის სახელზე აკითხავენ. ვაღებ ჭიშკარს – თითქოს იმ ტანკს ვეხები, რომელშიც გია შუშანაშვილი დაიფერფლა…
ძახილი
ბიოგრაფია მოკლე ჰქონდა – თითქმის სასკოლო. სამყარო – უსაზღვრო, ტევადი. სული – სუფთა, თვალები – ცასავით კრიალა. თბილისის 160-ე სკოლა დაამთავრა. დედა მის ყველა მასწავლებელს არ იცნობდა. მშობელთა კრებაზე მიდიოდა მხოლოდ. დამრიგებელი გიორგი შუშანაშვილის გვართან შეჩერდებოდა და იტყოდა: – კარგი ბავშვია, ფრიადოსანი, მაგრამ… რატომ “მაგრამ?” – გაუელვებდა გულგახეთქილ მშობელს… კლასგარეშე ლიტერატურას არის გადაყოლილიო – დაასრულებდა სათქმელს პედაგოგი და დედის სახეზე ქრებოდა ალმურის კვალი.
მათემატიკა გენებში აქვს მის მოდგმას: მამა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორია, დედა – ეკონომისტი, ერთი ბებია უზნაძის ქალი იყო, მეორე – ჩხეიძის, დეიდა და ბიძა – მათემატიკოსები არიან. გიაც ისე ჩაუღრმავდა ამ საგანს, რომ კომაროვის სახელობის მათემატიკურ სკოლაში გადაიყვანეს. იმჟამინდელმა ეროვნულმა მოძრაობამ ააფორიაქა პატარა ბიჭის გული, თავის ტალღებში ჩაითრია. ერთი კომაროველი გოგონა ეკა ბეჟანიშვილი 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლი გახდა. წლისთავზე გიას ჯგუფი მის საფლავზე წავიდა, ყვავილების გორა დააყენა. დირექტორმა “შატალო” არ აპატია და მეათე კლასი დაშალა. გია ისევ თავის სკოლაში დააბრუნეს.
- მაღალი ბიჭი იყო, ბოლო მერხზე დავსვითო – იხსენებენ მასწავლებლები. – გაკვეთილს რომ ჰყვებოდა, მთელი კლასი შებრუნდებოდა, სულგანაბული უსმენდა. უცბად იწურებოდა 45 წუთი… მერე პედაგოგები ერთმანეთს ვთხოვდით გაკვეთილის დათმობას ახალი მასალის ასახსნელად.
გერონტი შუშანაშვილის ოჯახში ექვსი კარადა დგას წიგნებით გამოჭედილი. გია კი თურმე ლექსებს მაინც რვეულში იწერდა. ერთ-ერთის გარეკანზე აკაკის სტროფი ამოვიკითხე:
თუ ჩემს სამშობლოს გამოაფხიზლებს
ჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ.
მოდი, ჯალათო, შენი მახვილი,
შეუბრალებლად ზედ გულზე დამკარ!
ეს იყო ბავშვის სულში აბობოქრებულ ომთან შერკინება… ბიჭი იტანჯებოდა იმჟამინდელი არეულობით…
გზა გოლგოთისკენ
ქალბატონი მზია (გიას დედა):
- სკოლა რომ დაამთავრა, დანგრეული რუსთაველის პროსპექტის აღდგენაზე დაიწყო მუშაობა. ჯერ არ მცალია, უმაღლესში მერე ჩავაბარებო. ზედმეტად მოწესრიგებული ბავშვი იყო. ყველაფერს გვითანხმებდა. უცბად გამომიცხადა, – დედა, საქმეზე მივდივარ და თუ ვერ დავბრუნდი, არ ინერვიულოო. პირადი ნივთები რომ ჩაალაგა, მივხვდი, ლაშქრობაზე არ მიდიოდა… რაიონის კომისარიატში გავვარდი. წვევამდელები უკვე გამანაწილებელ პუნქტში გადაეყვანათ. ვნახე, სიაში გიაც იყო. მოვძებნე და როგორღაც მოვახერხე დალაპარაკება: – შვილო, ჯარი კალათბურთის თამაში ხომ არ გგონია, თოფი ხელში არ გჭერია, რა გეშველება-მეთქი.
- საქმე მასწავლისო. თბილისში, სატანკო ნაწილში მოხვდა. უფროსი ძმა, მინდია ხშირად ნახულობდა. აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, უკითხავს მისთვის: – ომში მიდიან და რას მირჩევო. მინდიას რაღა კითხვა უნდოდა, თვითონაც იქ მიიწევდა.
გიამ მაინც დაასწრო. სოხუმიდან მირეკავდა: ახალწვეულები არ ვომობთ, აეროპორტს ვიცავთო. ამას თურმე ჩემს დასამშვიდებლად ამბობდა. ცეცხლის ხაზი ერთი წუთით არ მიუტოვებია.
თანამებრძოლის ნაამბობი
“გაგრის ტრაგედიამ შეგვძრა. მოვიდა გია ერთხელ შტაბში. გულის ჯიბიდან რომელიღაც გაზეთი ამოიღო. ჩეჩენი ბოევიკი შეეპყროთ ჩვენებს. მისი დაკითხვის ოქმი იყო გამოქვეყნებული. წაგვიკითხა:
- სტადიონზე მშვიდობიანი მოსახლეობა რომ შერეკეს, რამდენი ადამიანი იქნებოდა?
- ოთხასამდე.
- ვინ გასცა დახვრეტის ბრძანება?
- ბასაევმა. კაზაკების ბატალიონი იდგა და აფხაზების, სულ სამი.
- ამბობენ, ცხედრებს თავებს კვეთდნენ და ფეხბურთს თამაშობდნენო, ეს შენი თვალით ნახე?
- დიახ! ბასაევი იდგა და ბრძანებებს იძლეოდა.
გია კედელს მიეყრდნო, ნელ-ნელა ჩაიკეცა… მერე წამოიმართა – ბიჭებო, აქედან 5-6 კილომეტრზეა არძინბას “დაჩა”. იქ მტრის დიდძალი არტილერიაა თავმოყრილი. ხვალ იერიშზე წავალთ!
ჩვენ შორის ის ყველაზე უმცროსი იყო და ყველაზე ჭკვიანიც…
ერთმანეთს შევფიცეთ!”
შეწყვეტილი სიმღერა
დედა: – რაც ჯარში წავიდა, ოჯახში დუმილმა დაისადგურა. ადრე ყველანი ერთად ვმღეროდით. გია ვიოლინოზე დადიოდა. უმცროსი გოგონა მაშინ ექვსი წლის მყავდა. სამსახურში თან ვატარებდი. ერთხელ ჩემმა დირექტორმა მიუალერსა და უთხრა: თამუნა, ერთი შენებური წკრიალა ხმით გვიმღერე რამეო. ბავშვმა კალთაში ჩამიდო თავი და ატირდა: დედა აღარ მღერის, მე როგორ ვიმღერებო. გია დაღუპვამდე ერთი თვით ადრე თბილისში ჩამოვიდა რაღაც საქმეზე. ცოტა ხნით შინ შემოიარა. მიუჯდა პიანინოს, თბილისზე სიმღერას უკრავდა. მალ-მალე გადმომხედავდა, – დავიწყებდი თუ არა… ყელში ბურთი გამეჩხირა, ხმა ვერ ამოვიღე. დაუკრა და წავიდა. მას მერე ჩვენს ოჯახში აღარავის უმღერია…
ზარი…
მინდიამ გვითხრა – მეც მივდივარო. ძმას დაუკავშირდა. გიამ – კომპოზიტორთა სახლში მომაკითხეო.
ახლა მამამისი აფორიაქდა. იმანაც აიკრა გუდა-ნაბადი.
- წადი, გერონტი, ერთ-ერთს მაინც გადაეფარები-მეთქი. ემზადებოდა. საღამოს ტელევიზორს ვუსმენდით. – გუმისთასთან ტანკი ააფეთქეს. ერთი დაიღუპა, ორი გადარჩაო – გადმოსცემდნენ ახალ ამბებში.
გულში რაღაც ჩამწყდა. მეორე დღეს მინდია სოხუმში გავაცილე. ქუჩაში ტირილით მოვდიოდი. მეგობარი ქალი შემხვდა – ცოცხლების ტირილი სად გაგონილაო. თურმე უნდა მეტირა… მთელი ღამე თამუნასაც ასთმური შეტევა ჰქონდა. ინტუიციით ყველა ვგრძნობდით, რომ ზეცა დაგვემხო.
…მებრძოლებმა ფიცი დადეს თურმე, იერიში მიიტანეს და არძინბას “დაჩა” მიზანში ამოიღეს. მათგან მხოლოდ გიამ შეძლო ჩამოენგრია უბედურების ბუდე…
მაშინ გაუცია ბრძანება არძინბას: სამი შვიდიანი მომაცილეთო. დაიწყო ნადირობა ტანკზე 777! ბევრჯერ დაუსხლტა, ბოლოს მაინც მოიხელთეს. 28 ოქტომბერს მდინარეში შეუყვანიათ ტანკი, რეცხავდნენ. ორი თანამებრძოლი გარედან ასუფთავებდა, გია შიგნიდან. ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით ააფეთქეს… ძმათა სასაფლაოზე დავკრძალეთ. იქამდე როგორ მივაღწიე, არ მახსოვს. გამოთხოვებისას მამამისი თუთიის სასახლეს დაემხო და ჩასძახა: გმადლობთ, შვილოო! მაშინ მოვედი გონს. ის აღარ არის, შენ კი მადლობას უხდი-მეთქი – შევღრიალე. გერონტი ფეხზე ძლივს იდგა, მაინც შემაშველა ხელი და ცრემლიანმა მითხრა: კარგი შვილის სახელი ის კი არ არის, დიდხანს რომ იცოცხლოს, მთავარია, რისთვის იცხოვრაო. მეც მადლობელი ვარ გიასი, თავჩაღუნული რომ არ მატარა, მაგრამ მის მერე ჩემი გული ზღვას ერევა.
P.S. კუბო მძიმე იყო ელდით და სევდით. ძლივს მიჰქონდათ მხრებით ჯარისკაცებს კუკიის აღმართზე. შიგ ცხედარი არ ესვენა – მხოლოდ ფერფლი და ძვლები… მერე აკაკანდნენ ავტომატები, ღრუბლები დაფლითეს, მიმოფანტეს. მზემ დალალები ჩამოშალა, გაათბო საფლავის მიწა, ფესვი მოუმაგრა ბალახს. გაზაფხულზე იქ უკვე ყაყაჩოების ცეცხლი ენთო…
ეთერ თარიმანი
თიანეთის ანსამბლები დოკუმენტურ ფილმში გადაიღეს
დასრულდა გადაღებები თიანეთში ფშავისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმზე, რომელშიც თიანეთის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას. ფილმის გადასაღებად თიანეთს სტუმრობდა გადამღები ჯგუფი პუბლიცისტის ვანო ბერიძიაშვილის, პოეტების  ჯარჯი ფხოველის და მარიამ ხუცურაულისშემადგენლობით. ფილმზე მუშაობა უახლოეს ხანში დასრულდება.
გადასაღები მოედანი ვაჟა-ფშაველას კულტურისა და დასვენების პარკში მოეწყო. სტუმრებს მასპინძლობდნენ ვაჟა ივანაური(პარკის დირექტორი) ლალი ივანაური (კულტურის სახლის ხელმძღვანელი) ვიდეოფირზე აღიბეჭდა ანსამბლ „ნაკადულების“(ხელმძღვანელები: სპარტაკ გუშარაშვილი და ნანა მენთეშაშვილი) და ანსამბლ „ფშავლების“ (ხელმძღვანელი შორენა ჩოლოგაური) შესრულებული საკონცერტო ნომრები. არაერთი დუბლის გადაღების შემდეგ გადამღები ჯგუფი იმედოვნებს რომ თიანეთის ანსამბლებს და ზოგადად, თიანეთს ფილმში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა.
თიანეთში ”თიანეთობა 2009” გაიმართა
თიანეთში ”თიანეთობა 2009” გაიმართა
დაბა თიანეთში ”ხინკლის ფესტივალი” – ”თიანეთობა 2009” 15-წლიანი პაუზის შემდეგ  წელს პირველად გაიმართა. ფესტივალის გახსნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია დაესწრნენ.
ღონისძიება თიანეთის რეაბილიტირებული კულტურის ცენტრის საზეიმო  გახსნით დაიწყო. გაიხსნა სასტუმრო ”მთიებიც”.
წელს ”თიანეთობა” საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. ფესტივალზე შემოსული თანხა დაბა თიანეთის დასასვენებელი სკვერის რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობას მოხმარდება.
მოეწყო ასევე ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა; სპორტულ-გასართობი ღონისძიებები; სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი; მიმდინარეობდა სახალისო კონკურსები: ხინკლის სწრაფად მოხვევა, ხინკლის დაგემოვნება, ხინკლის დაგემოვნება რაოდენობრივად, ლუდის სმა.
ფესტივალი საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა.
ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის მიზანი ხალხური ტრადიციების აღდგენა იყო, თიანეთში აგროტურიზმისა და სხვა ტურისტული მიმართულებების განვითარება, ინვესტორების მოზიდვა ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები იყვნენ – გაზეთი ”ყველა სიახლე” და ჟურნალი ”გზა”.
“ინტერპრესნიუსი”
“ბაბო თოჯინებს თითებზე გამოიბამდა და როცა ფანდურს უკრავდა, თოჯინები ცეკვავდნენ”
ერთი უბრალო, გლეხის ფშაველი გოგო – ასე უწოდებს საკუთარ თავს შორენა ჩოლოგაური. ის არცთუ უბრალოა თავისი ღვთისგან მომადლებული ნიჭით და არცთუ უბრალო ანსამბლს ხელმძღვანელობს. გოგონა, რომელსაც მუსკომედიის თეატრის სცენაზე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, ხოტბას ახამდნენ, ფშაურ სამოსელში, თანატოლებთან ერთად მთის სიმღერების მესაიდუმლედ მოგვევლინა და ანსამბლ “ფშავლებს” ხელმძღვანელობს. ანსამბლი “ფშავლები” გამორჩეულია უზადო ხმებით და რეპერტუარით. ანსამბლის და მისი წევრების დაბადების ადგილი ერთმანეთს ემთხვევა -ისინი თიანელები არიან და ამაყობენ თავიანთი ულამაზესი კუთხით, ფშავლობით. გიორგი ჩიტაური, ლევან გუშარაშვილი, ეკა ბაიაშვილი და შორენა ჩოლოგაური - ფშავიდან უმღერიან სამშობლოს და მათი გუგუნი საქართველოს ცა-გუმბათს სწვდება. “თიანელები” გთავაზობთ ინტერვიუს ანსამბლის ხელმძღვანელთან, შორენა ჩოლოგაურთან, რომლის ბებია ასევე ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელია:
- მამის მხრიდან ბაბოჩემი, ბაბალე დიდებაშვილი მღეროდა, მაგრამ რაც მამაჩემი გარდაიცვალა, მას შემდეგ აღარ უმღერია. არაერთხელ უთქვამთ ჩემთვის, ბაბოს გავხარო, რომ გისმენთ ბაბალე ბაბოს ნამღერი გვახსენდებაო.  პაპაჩემი დავით ჩოლოგაური მღეროდა. დედის მხრიდან თამარ წიწაკიშვილი გიტარაზე უკრავდა და მრეროდა. სხვათა შორის, მე და ბაბალე ბაბო ფესტივალებში ერთად გამოვდიოდით. სკოლის მოსწავლე ვიყავი მაშინ, ბაბოჩემი დატირებებს მღეროდა ხოლმე. პაპაჩემმა გამოთალა თოჯინები, ბაბომ ტანსაცმელი შეუკერა ამ თოჯინებს, თითებზე გამოიბამდა ხოლმე და როცა ფანდურს უკრავდა და მღეროდა, თოჯინები ცეკვავდნენ. ფესტივალზე და გამოფენებზე თოჯინების ცეკვა დიდ ინტერესს იწვევდა.
- ის თოჯინები თქვენს ოჯახში დღესაც ინახება?
- რა თქმა უნდა.  ხუთი  წლის წინ მამა გარდაიცვალა და მას შემდეგ ბაბოჩემი ლოგინად ჩავარდა. მამაც მღეროდა, უძლიერესი ხმა ჰქონდა. დედაჩემიც მღერის, ჩემი დებიც, მაგრამ მე გავყევი მუსიკას. ვიფიქრე, ბაბოს ეს თოჯინები აღარ სჭირდებოდა და ვთხოვე, მომეცი მეთქი. დავიკავე ფანდური, თოჯინები ძაფებით გამოვიბი თითებზე, მაგრამ დაკვრის დროს ისინი ვერ ავაცეკვე. ბაბოჩემი, ბაბალე დიდებაშვილი სიმღერის გამო ახალგაზრდობაში ცნობილი ყოფილა. ბევრი თაყვანისმცემელი ჰყოლია, მაგრამ პაპამ, დავით ჩოლოგაურმა გაბედა მისი მოტაცება. ბაბო იხსენებს, ცხენზე რომ შემსვეს, ძალიან არ ვიყვირე, რადგან ეს შენი მიწადასაყრელი პაპა მომწონდაო. (იცინის)
ჩოლოგაურები წარმოშობით ჭიჩოდან, უკანა ფშავიდან ვართ. ჩემი უმცროსი ძმა იქ უკვე იყო, მე არ ვარ ნამყოფი და წელს აუცილებლად წავალ. გიორგი ჩოლოგაური, ჩემი პატარა ძმა ძალიან ბუნებრივად და კარგად მღერის. მე არ ვმუშაობ მასთან, როგორც პედაგოგი. მხოლოდ რამდენიმე აკორდი ვასწავლე და თვითონ აწყობს მელოდიებს. სკოლაში გაკვეთილად ჰქონდათ ლექსი “ვაი თქვენ არაგველებო”. ამ ლექსზე მელოდია ფანდურზე ააწყო და მითხრა, სიურპრიზი გაგიკეთეო, ძალიან გამახარა მისმა შემოქმედებითმა უნარმა. თიანეთში ფესტივალი იყო სკოლებს შორის ხალხურ სიმღერაში ეჯიბრებოდნენ და ჩემმა ძმამ ამ კონკურსში გაიმარჯვა.
- ბაბოსეულ სიმღერებსაც ასრულებთ?
- ბაბოჩემი ძირითადად დატირებებს მღეროდა და მისი ტექსტები მაქვს და მინდა აღვადგინო ეს სიმღერები. ფშავში ძირითადად ხატობების დროს მღეროდნენ, რა თქმა უნდა, სახუმარო, მხიარულ სიმღერებს. ბაბოჩემს ვთხოვე, მოეცა ტექსტები, მაგრამ ჩემდა გასაოცრად უარი მითხრა, ჯერ მე მჭირდებაო. ამ სიმღერების უმეტესობა მისი შექმნილია. ძალიან მინდა ფშაური კილოები ჩვენმა ანსამბლმა ზუსტად ისევე შეასრულოს, როგორც უწინ სრულდებოდა.
- როდის აღმოაჩინეთ, რომ მთის სიმღერები უნდა ყოფილიყო თქვენთვის მთავარი?
- ზაქარია ფალიაშვილის მეორე მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე კლასიკა-ვოკალის განხრით. ვმეცადინეობდი სახელმწიფო ფილარმონიის მუსიკალური განყოფილების ხელმძღვანელთან, კომპოზიტორ ადოლფ ოვანოვთან. შემდეგ ვმუშაობდი მუსკომედიის თეატრში რეჟისორ დათო დოიაშვილთან და კომპოზიტორ ნიკა მემანიშვილთან. ამ უკანასკნელთან კაპელაში ვმღეროდი. ვიყავი თეატრის მსახიობი, მაგრამ სულ ვამბობდი, რომ მომღერალი ვიყავი და არა მსახიობი. “ვარდების რევოლუციის” პერიოდში გამოცხადდა კონკურსი და თეატრის ყველა მსახიობს გამოცდების ჩაბარება მოგვიხდა. უმაღლესი ქულა მივიღე. როლზეც ვიყავი წარდგენილი, “როსინი” იდგმებოდა და შეყვარებული გოგონა უნდა მეთამაშა. ნიკა მემანიშვილი სულ მაქებდა, რომ გისმენ, ტანში ჟრუანტელი მივლისო და სხვადასხვა მომღერლებს მადარებდა. იმ პერიოდში მითხრეს, თეატრში კონტრაქტი შეგიწყვიტესო. სახტად დავრჩი. მინდოდა მეკითხა ნიკა მემანიშვილისთვის, რატომ მომექცნენ ასე, მაგრამ მდივანს ათქმევინა აქ არ ვარო, არადა ვიცოდი, კაბინეტში იყო. სამი დღის განმავლობაში არ მღებულობდა, ბოლოს მაინც შევხვდი და ვუთხარი, ჩემი გათავისუფლების მიზეზი მითხარით მეთქი. ოთხმოცკაციანი კაპელა იყო, სადაც ვმღეროდი და მინდოდა გამეგო, ვინმეზე ნაკლები ხმა მქონდა თუ რა ნიშნით გამათავისუფლეს. ვუთხარი, მსახიობი არ ვარ და თეატრში მსახიობად მაინც არ დავრჩები, მითხარით მიზეზი, რომ მე დამშვიდებული წავიდე თეატრიდან, რომ ვიცოდე, ამ კონკრეტული მიზეზის გამო გამათავისუფლეს მეთქი. ნიკა მემანიშვილმა თავი იმართლა, მე არაფერ შუაში ვარო, არადა თეატრის დირექტორი თავად იყო და თავად წყვეტდა ასეთ საკითხებს. მე მას ვუთხარი, ან ის გამაგებინეთ, რატომ შემომთავაზეთ აქ მუშაობა ან გათავისუფლების მიზეზი მითხარით, მოვა დრო და ვფიცავ, მე ხმამაღლა ვიტყვი როგორც მომექეცით მეთქი. თავად ნიკა მეუბნებოდა, შენი ხმის პატრონს კონსერვატორიაში ჩაბარება არ გინდაო? და კონცერტმეისტერიც კი ამიყვანა როლზე სამუშაოდ. ვაღიარებ, რომ კონსერვატორია არ მქონდა დამთავრებული და შეიძლება არ ვიყავი მზად ამ როლითვის, მაგრამ ვერ გავიგე რა დაინახა ნიკა მემანიშვილმა ჩემში ისეთი, რომ ჯერ ამომარჩია და მერე უცებ კონტრაქტი შემიწყვიტა. თეატრში მსახიობად მტოვებდნენ, მაგრამ წამოვედი და მადლობა უფალს რომ წამოვედი! ნიკა მემანიშვილს ვუთხარი, მიზეზი არ გაქვთ ჩემი გათავისუფლების და იმიტომ არ მცემთ პასუხს, მოვა დრო და მოგეზღვებათ მეთქი. ამის შემდეგ, ერთი წელი ვიმუშავე სოფელ საყდრიონის სკოლაში მუსიკის მასწავლებლად. იმ პერიოდში სოფელში მოვიდა მოძღვარი, არქიმანდრიტი მამა სვიმონი, რომელსაც სურდა, ტაძარში მგალობელთა გუნდი შექმნილიყო. დავიწყე სიარული ტაძარში და გალობა. მოგვიანებით მამა სვიმონი სოფელ მამკოდის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში გაამწესეს და მე იქაც დამევალა საგალობლების შესრულება. საყდრიონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ყოველ ორ კვირაში ერთხელ ისევ დავდივართ. ჩემმა მოძღვარმა ისიც კი შემატყო, რომ ლექსებს ვწერდი. ჩემს ლექსებზე სიმღერებს თავადვე ვწერ. ერთი პერიოდი მონასტერში წასვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ ბედიანის დედათა მონასტრის წინამძღვარმა დედა ანტონიამ მთხოვა, იმღერეო, მდელოზე ვიჯექით ულამაზეს ბაღში და თავიდან ძალიან ხმადაბლა მოკრძალებულად დავიწყე… მერე თავადვე გამამხნევა მთელი ხმით იმღერეო და ბოლოს მითხრა, ვფიქრობ, შენ სამშობლოს უნდა ემსახურო, მაგრამ მაინც ილოცე, უფალი დაგანახებს შენს გზასო.
- ბოლო პერიოდში არაერთი ფოლკლორული ანსამბლი შეიქმნა და ალბათ, არსებობს პოპულარობის, საზღვარგარეთ გასტროლების მოლოდინი… თქვენს შემთხვევაშიც ასეა?
- ნამდვილად არა! დღეს რატომღაც ბევრს ეადვილება სიმღერა.. სიმღერა ადვილი არ არის და ძალიან დიდ შრომას საჭიროებს. ხანდახან ისე მინდა რომ ვიმღერო, რომ ცრემლიც კი წამომსვლია თვალიდან… უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება და ამიტომ რადგან ეს ნიჭი მოგცა უფალმა, უნდა ემსახურო შენს ხალხს… მოხუცი პაპა რომ მეტყვის, პაპას ქალო ტანში ჟრუანტელმა დამიარა რომ გისმენდიო, აი ეს მსიამოვნებს, ე სარის საკმარისი ჩემთვის… პოპულარულობის ჟინი რომ გვქონოდა ამ მიმართულებით ვიმუშავებდით და აქამდე უფრო მეტად პოპულარულები ვიქნებოდით, ვიდრე ვართ. სხვა ანსამბლებისგან ჩვენს მიმართ ყოფილა კონკურენტული მომენტები, მაგრამ ამან დამთრგუნველად არ იმოქმედა ჩემზე. ჩვენ გვყავს უძლიერესი მომღერალი, ეკა ბაიაშვილი, რომელიც მსურს მთელმა საქართველომ გაიცნოს. მას უფლისგან მომადლებული ხმა აქვს და თუ დაფიქრდებიან ანსამბლები, რომ სიმღერა უფლის ნიჭია, შური და კონკურენცია აღარ იქნება. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლობა გადავუხადო მეუფე თადეოზს(იორამაშვილს), თიანეთის გამგებელს, ბატონ გიორგი აბაშვილს ჩვენი პირველი აუდიოალბომის, “სანთელის” მხარდაჭერისთვის, რომელიც ახლახანს გამოვიდა. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ლალი ივანაურს – თიანეთის კულტურის განყოფილების გამგეს, რომელიც ყოველთვის გვერდში გვიდგას და გვეხმარება, ილია არჩემაშვილს და ზაზა მადურაშვილს და ყველას, ვისაც ვუყვარვართ და ჩვენს შემოქმედებას აფასებს…
– მაინც რამ განაპირობა ანსამბლ “ფშავლების” ჩამოყალიბება?
– განაპირობა თუნდაც იმან, რომ ჩვენ ყველანი თიანელები ვართ. გიორგი ჩიტაური სოფელ ზარიძეებში ცხოვრობს, ეკა ბაიაშვილი “მათე ბიჭი” სოფელ სიმონიანთხევში, მართლა უნიკალური მომღერალია, მე – საყდრიონში და ლევან გუშარაშვილი – სოფელ დევენაანთხევში, მაგრამ ამჟამად თბილისში ცხოვრობს. მღეროდა ანსამბლ “ბიჭუნებში” და მთელი მსოფლიო აქვს მოვლილი. ბავშვობაში ფესტივალების დროს ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს და მაშინ დავმეგობრდით მოგვიანებით ანსამბლის შექმნა გადავწყვიტეთ.
ჩვენი დებიუტი სამების საკათედრო ტაძარში შედგა. იქ შევასრულეთ შესანიშნავი პოეტის, თემურ ჩალაბაშვილის სულისშემძვრელ ლექსზე  „სანტელი“ ჩვენს მიერ შექმნილი სიმღერა. ამ სიმრერამ ბატონ თემური ძალიან გაახარა და ჩვენც სიხარულის ცრემლი მოგვგვარა.
ჩვენ არა მხოლოდ ვმღერით, გვაქვს ასევე სიმღერით სათქმელი. ერთხელ მკითხეს შენს სიმღერებში სულ “მთა” ისმის და სიყვარულზე დაწერე ლექსი და იმღერეო. რასაც ვწერ, ვწერ ყოველთვის თიანეთში ან მთაში. თბილისში სიმღერების ტექსტების დაწერას ვერ ვახერხებ. ძალიან ბევრი ტკივილი მაწერინებს, სიხარული მაწერინებს და მთის სიწმინდე და სიყვარული ჩემში იმდენად ძლიერია რომ მთის მოტივებს ჩემს ნაწერებში განსაკუთრებული ადგილი უკავია.
– ხომ შეიძლება დაოჯახდეთ და მთის შუაგულიდან უცებ შუა ქალაქში აღმოჩნდეთ… შეეგუებით ქალაქურ ცხოვრებას?
– არანაირად! მთის გარეშე არ შემიძლია… თაყვანისმცემლები არ მაკლია, მაგრამ მინდა ისეთი ადამიანის გვერდით ვიყო, რომ ერთმანეთის პროფესია დავაფასოთ და პატივი ვცეთ.
ესაუბრა ლევან ცალუღელაშვილი www.tianelebi.wordpress.com
“ჩემო ნათქომო სიტყვაო…”
გთავაზობთ ჩვენგან უდროოდ წასული შემოქმედის, თინიკო მგელიაშვილის პუბლიკაციას, რომელმაც თავისი წასვლით ძალიან დიდი ტკივილი განგვაცდევინა.
„ჩემი წარსული ცხოვრება ისე არ აიწერება,
როგორც დაგლეჯილ მთათ მკერდი ძაფით არ დაიკერება“.
მიხა ხელაშვილი
მაინც რა წარსული გქონდა ასეთი, ფშაურ, ლეგა ჩოხაში გამოწყობილ 25 წლის მხარბეჭიან ძალოვან და გულოვან ვაჟკაცს?!
შენი ცხოვრება შფოთიან 1917 წელს დაემთხვა. ვერ შეურიგდი მთაში სისხლითა და აწიოკებით შემოსულ ”წითელ ჩეკისტებს”, ძალმომრეობას. ტყეში ყაჩაღად გავარდი, ნაბადი და იარაღი იქცა შენს მეგობრად და მესაიდუმლედ. ქაქუცა ჩოლოყაშვილს ძმად შეეფიცე და დაიფიცე, საქართველოს თავისუფლებას შესწირავდი ყველაზე ძვირფასს, უფლისაგან ნაბოძებს.
პოეტი იყავი, ხელაშვილო, ფანქარმომარჯვებული, ტყის სიღრმეში ხეზე მიყრდნობილი ლექსებად კინძავდი შენს ნაფიქრალსა და განცდილს, ლურჯ იებსა და ეკლიან ასკილებს ეფერებოდი. გტანჯავდა ძლიერი ადამიანური გრძნობა სიცოცხლის სიყვარულისა, მონატრებისა, ისევ და ისევ სამშობლოს თავისუფლებისა.
წინასწარმეტყველური იერი, როგორც ყველა პოეტს, მუდამ თან გდევდა, აკი უთხარი კიდეც ერთ ლექსში დედას:
”სხვას კი არავის რა უშავ,
შენ მებრალები ბეჩაო”.
სულ მალე, ”ახალი ცხოვრების” დასამკვიდრებლად მებრძოლი ხელისუფალნი წამებით ამოხდიან სულს შენს მოხუც დედას.
სველ მიწაზე პირქვე დამხობილს, უსაშველოდ გტკიოდა ამაყი სული და დედის ნაწამები სხეული. დასაფლავების დღეს ჩარგალში თავმოყრილ ხალხში, სადაც ”წითელი ჩეკისტები” ერჩეოდნენ, ქარივით მივარდი თოფ-იარაღში ჩამჯდარი, უხმოდ ტიროდი, ემთხვიე დედას, ვერავინ გაბედა წინ გადაგდგომოდა. უცბადვე შეერიე ტყეს, მთელი ღამე მიაქროლებდი ცხენს, ბორგავდა შენი შეგინებული, გამწარებული სული, არაადამიანურ ტკივილს განიცდიდი. ტყის ექო გეხმიანებოდა:
”დედას ვუყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
ამიტომ წუთისოფელი
გვტანჯავს და გვაცოდვილებსა”.
თანდათან მცირდებოდა შეფიცულთა რაზმი. ჩოლოყაშვილმა საზღვარგარეთ გაპარვა გადაწყვიტა.
ჩარგლის თავს შეხვდით ერთმანეთს შენ და ქაქუცა. შემოდგომა იყო, ისლებსა და წვიმას აევსო არაგვის ხეობა. ფერი გასცრეცოდათ ლოყაწითელ ასკილებს, ნავლისფერი სევდით ავსილი იდექით ვეება ხის ქვეშ.
– უნდა წამოხვიდე, მიხავ! აქ დარჩენას აზრი არა აქვს, ძაღლებივით ჩაგვახრჩობენ ”ახალ დროებისანი”, – ბოღმიანად მარცვლავდა ქაქუცა. წვიმით დასველებული ნაბდის ქვეშ ჩამოტეხილივით მოუჩანდა მხრები ტანხმელ ვაჟკაცს.
სიტყვას ვერ ძრავდი, მიხა. მდუმარედ იდექი, ვეღარც წვიმას გრძნობდი, ვეღარც ჟამისფერი ხვალინდელი დღის შიშს. ლაშარის გორზე ანთებული ცეცხლის კვამლის სუნი გიწვავდა ნესტოებს, ცადატყორცნილი იფნების ქვეშ ანთებული კელაპტრების შუქმა მოგჭრა თვალი წამიერ, წითლად იელვა არჯალათ პარასკოს თავჩითამ, შემთვრალი ფშავლების შემღერება შემოგესმა, დროშა დაირწა ხევისბერის ხელში, ცას უწია ყელმოღერებული კელაპტრის ალმა, გარმონს გაუწია ხთისოთ გოდერძიმ, იფნის კენწეროებს შემოეჭდო ნაგზირალაანთ თამარის ხმარბილი სიმღერა, შორიდან შემოესმა ხევისბერის მოზომილად, დინჯად ნათქვამი სიტყვები: ”გადიდოს, გაძლიეროს ღმერთმა პირქუშო ყაწიმმშვენიერო, ზინზილიანო, დევ-დედაბერთ ამომწყვეტო…” და იგრძენი ხელაშვილო, რომ ვერ იცოცხლებდი იქ, სხვაგან ”აემ სულყველას” გარეშე. სხვაგან ტყის მარწყვს და ცაცხვის ყვავილს არ ექნებოდა ასეთი სურნელი. შეხედე ქაქუცას, უხმოდ მოგეხვია ჩოლოყაშვილი. დიდხანს იდექით ასე მუხის ქვეშ, ვერ გრძნობდით წვიმის წვეთები თუ შემთხვევით წამწამსგამოცილებული ცრემლი გისველებდათ ღაწვებს.
იცოდი, ხელაშვილო, სიკვდილის პირისპირ რჩებოდი, აკი თქვი კიდევაც, ”მე მამკლავს ძმისა მამკლავი, იქნება სახელიანი”.
ხატების შემმუსრავმა, ეშმაკის თანაზიარმა ადამიანებმა მოისყიდეს სულმოკლე კაცუნები, შენს მეგობრებად რომ ასაღებდნენ თავს, შენთან ლუკმა გატეხეს, მერე კი მძინარეს ტყვიები დაგახალეს. შენი სხეული ერთ კვირას დუშეთის მოედანზე ეკიდა. შენი სული კი ცისკენ მიჰყვებოდა გზაწვრილებს, მადლიანმა კაცმა მოიპარა ღამით შენი სხეულის ნაწილები, შენს დას, პელაგიას, ხელით ნაქსოვ, ფშაურ ჭრელ ხურჯინში ჩაულაგა და შენი მზის მოფიცარ პელაგიასვე გადასცა.
თოვლიან ბილიკებს მიჰყვებოდა ზურგზე ხურჯინმოკიდებული პელაგია ჩარგლისკენ, ზურგით მიჰქონდა ცოდო-ბრალი ”იმ დროებისა”, ზვავები სწყდებოდა მთის წვერებს, ბრაზიანად მოშხუოდა არაგვი. ხმით მოსთქვამდა პელაგია, ქარი პასუხს უბრუნებდა. ხელაშვილის სული კი უკუნს კაფავდა, მტრედისფერში და ცისფერში ნიათობდა, საქართველოსთვის ლოცულობდა, დედამიწაზე ეშმაკი ხარხარებდა, ზვავის ხმაზე გნიასობდა. პელაგიას ხურჯინი არ ამძიმებდა, აკი ბავშვობაშიც ასე იცოდა, მოგიკიდებდა ზურგზე და ქარივით დაჰქროდა ღელე-ღულეებზე.
მარტომ გზიდა, მარტომ გაგითხარა საფლავი ”ხალხის მტერს”, სათუთად აყრიდა მიწას ცრემლებში დამბალ შენ ძვლებს. ბევრს გაბარებდა ბევრი ჭირ-ვარამის დამტევი, გაუტეხელი ფშავლის დედაკაცი იმ სოფლის ბინადრებთან. რამდენი ცრემლიც დაგეცა, იმდენმა იამ ამოყო თავი შენს წილ მიწაზე. უკვდავება ნიშნავს, კაცი კვდება, სიცოცხლე რჩება. შენი სიცოცხლე შენს ლექსებში დარჩა. იმ სიყვარულში დარჩა, რომელიც უწყვეტი და მარადიული სიცოცხლის მკვებავი წყაროა, გოდერძათ ნაციხარზე ამოსულ ტყის ყვავილებში დარჩა, შენსავით რომ ვერ ელევა თავის ფუძე-კერას, არაგვში მტევნისფერი მზის ცხუნვით დამთვრალი კალმახების ბორიალს, თეთრ თექამოსხმული მთების სიზვიადესა და გაზაფხულის მოახლოებით გულშეძრული ჭალების ყოჩივარდების ცრემლებით ატირებას.
შენთვის სიცოცხლის საზომი სიყვარული იყო, სიკვდილის შიშს რომ სჯობნის. სიკვდილს ამარცხებს და მასზე ძლიერია და თუ კაცის ღირსება მის არჩევანშია, შენ ყველაზე ღირსეული კაცი ყოფილხარ, ხელაშვილო, რადგან შენს არჩევანს ”სამშობლო”, ”სიყვარული” და ”ერთგულება” ერქვა.
მონატრებული დიალოგი ვახუშტი კოტეტიშვილთან
მის დეკორატიული ხვიარებით დამშვენებულ სახლს ფერფლი ავადაც აქვს დაცდილი და კარგადაც… თბილისის ომმა ბატონი ვახუშტის არქივი, უნიკალური ხელნაწერები შეიწირა… მის  სამზეოსთან გამოთხოვებისას ისევ იწვოდა ყველაფერი და ბატონი ვახუშტის ეს ლექსი გამახსენდა:
The last interwiew with famous georgian writer and scientist – Vakhtang Kotetishvili.
„როცა ყველაფერი იწვის, ისე, როგორც წკირი წიწვის, იწვის წიგნი, იწვის ხატი, წარსული და აწმყო იწვის, როცა დგება აღზევება ღვარძლის, სულიერი სიძვის, როცა ტყვიის წვიმა დასწვიმს ჯვარს, ქაშუეთს, ილორს, ყინწვისს, როცა იწვის ყველაფერი, თავად რწმენა ცის თუ მიწის, მაშინ შეგვეწიე ღმერთო, როცა ყველაფერი იწვის“.
ერთხელ მითხრა, ჩემი მანქანა მთაში ვეღარ დადისო, მაგრამ  გამოუსწორებელი ოპტიმისტი იყო… თბილისის ომის დროს, ფშაველ-ხევსურ სახალხო მთქმელების წლობით ნაგროვებ-ნალოლიავები ლექსები მის კერასთან ერთად დაიწვა, ჩაიფერფლა…
მისი სიცოცხლის მიმწუხრი კი თბილისი-მოსკოვის ქარ-ცეცხლიან ომს დაემთხვა…
„მუხა ნამეხარი იყო, უფოთლო, უარაფრო…“
ვახუშტი კოტეტიშვილის ღვაწლი ქართულ ლიტერატურაში ფასდაუდებელი რომ არის, დიდი ხანია, ცნობილია. მან ირანულიდან შესანიშნავად თარგმნა ჰაფეზის, ომარ ხაიამის, აბდორაჰმან ჯამის პოეტური ნაწარმოებები. საუკეთესო მხატვრული თარგმანების გამო ირანმაც დააჯილდოვა. ჩვენ კი, უბრალო ფშავლებს თუ ხევსურებს, ბატონი ვახუშტი ჩვენი ფოლკლორის თავდაუზოგავი ქომაგობისთვისაც გვიყვარს და კიდევ იმიტომ რომ საოცრად თბილი, უბრალო და უშუალო, დიდებული პიროვნება გახლდათ.
ფშაველი სახალო მთქმელი, ივლიტა შავერდაშვილი მეტყოდა ხოლმე, ვახუშტი მთაში რომ ამოვიდოდა, ჩემი `შკაფიდან~ დამბალ ხაჭოს გამოიღებდა და ცხელ ერბოიან ტაფაზე უკითხავად ჩაფშვნიდა, ისე ახლობლად ვთვლიდიო. ბატონ ვახუშტის ეს რომ ვუთხარი, გაიცინა:
_ ივლიტა ფოლკლორულ საღამოზე გავიცანი. საოცარი პიროვნება იყო. ფშაური სილბო ჰქონდა. ერთხელაც მის სანახავად ავედით… მეხსისრებაში ჩამრჩა საოცარი სურეალისტური პეიზაჟი: ივლიტას სახლის უკან, ცოტა მოშორებით მუხა იდგა… მუხა ნამეხარი იყო, უფოთლო, უარაფრო… შავი. ეს სიშავე მუხას რაღაცნაირ მისტიკურ სიდიადეს მატებდა. ივლიტას ორსართულიანი სახლი ჰქონდა და გომურში შეგვიპატიჟა. ვკითხეთ, ქალო, აქ რა გინდა, რატო დიდ ოთახში არა ცხოვრობო. იქ, დიდ ოთახში საქონელი მყავ, ისინი ბევრნი არიან და აქ იმიტომ ვარო. ესეც ნიშანდობლივი იყო მისი კეთილი ბუნებისა რომ შინაური ცხოველისთვის და ფრინველისთვის უკეთესი პირობები შეექმნა და თავად უარეს პირობებში ეცხოვრა. სამწუხაროდ, მე რაც მქონდა შეგროვილი, სახლი რომ გადამიწვეს, მაშინ განადგურდა მთელი ჩემი არქივი. ივლიტას გარდაცვალების ამბავი გვიან გავიგე…
ძალიან თბილად მახსენდება იოსებ გარაშვილი. თიანეთში რაიკომის მდივნად ჩოხელი რომ დანიშნეს, მითხრა, ასეთი ლექსი გამოვუთქვიო:
რა გააკეთე, ჩოხელო, რაც თიანეთში მოხველო,
კრანებში წყალი დაგვიშრე ჩემანატ…ვის ოხერო!(იცინის)
ლექსობის, კაფიაობის დროს ეგეთი რამეები ჩვეულებრივ მოდიოდა. ფშაველ კაცს დედა რომ შეაგინო, თავს გაგიხეთქავს, მაგრამ ლექსში თუ შეაგინე და იმას ეწყინა, ესე იგი, დამარცხდა იმიტომ რომ თუ ერთი ადგილი აქვს, უნდა გიპასუხოს…
_ ბატონო ვახუშტი, რა ხდება ქართულ ფოლკლორში, ვინმე კიდევ წერს რამეს?
_ რა ვიცი! ვიცი?! იმის საშუალებაც კი არა მაქვს რომ ბენზინი ვიყიდო და მანქანაში ჩავასხა. ჯერ ერთი, ჩემი მანქნა მთებში ვეღარც ივლის ეხლა! აბსოლუტურ ვაკუუმში ვარ! აღარც ის კორესპონდენტები მყვანან, ვინცა მყავდნენ და მასალებს მაწვდიდნენ. აბა, მარტოკა მე რას გავწვდებოდი! ყოველ რაიონში, სოფელში, ასე ვთქვათ, ჩემი კაცი მყავდა… დაიხოცნენ, აღარ არიან.. იოსებ ჯუთაშვილი იყო ქვემო ქედში, არაჩვეულებრივი კაცი, ქვეყნის მასალა მომაწოდა, გარდაიცვალა, აცხონოს ღმერთმა… ბევრი საერთოდ გახიზნულია ლუკმა პურისთვის და უცხოეთში შავ სამუშაოს ასრულებს… იცით, რაშია საქმე? მე არა ვარ პესიმისტი კაცი! ყველაფერი დალაგდება და ყველაფერს მოევლება, მათ შორის ფოლკლორსაც! მთავარია, არ გადავგვარდეთ! ფშაურ ლექსსა და იუმორს სულ სხვა მუღამი აქვს. ეს უნდა იცოდე თორემ გეგონება, სერიოზულად ლაპარაკობს კაცი.
თიანეთის ერთ-ერთ სოფელში ვართ. მასპინძელი შინ არ დაგვიხვდა. დაგვხვდა ქვრივი ქალი. დატრიალდა, სუფრა გაგვიშალა რომ ოჯახი დაგველოცა. მოგეხსენებათ, შინ კაცი თუ არ არის, მამაკაცების სტუმრობა ქალისთვის ცოტა უხერხულია. მეზობელ კაცს დაუძახა რომ იმას გაეწია მასპინძლობა ჩვენთვის. “ჩაგვედრასტა“ ის კაცი… დავიწყეთ, აბა ჟიპიტაური, აბა დამბალ ხაჭოს ერბო-ხაჭო, ხინკალიც მოიხვა და… ამ კაცმა დაიწყო, ძალიან კეთილი გული მაქვსო, ტრაბახით არ ვიტყვიო, ქათამი არ დამიკლავსო, ჩიტი არ მამიკლავსო. საქონელზე ლაპარაკი ზედმეტიაო. მარტო ერთი დათვი მყავ მოკლული და ერთიც ხევსურიო! ხევსურები ნადირებად გამოიყვანა! დავიხოცენით სიცილით… ალექსიც იქა მყავდა, ისიც ხომ ხევსურია და მოკვდა სიცილით…
„ტანჯვაა, როცა მამა ელის აჩრდილს შვილისას“
ფშაური ხასიათის სილბოც იცოდა, იუმორის მუღამიც… ქომაგიც იყო, ჭირის შემმსუბუქებელი თუ ლხინის მოზიარე, თუმცა თავად დიდ ტკივილს დაატარებდა, რომელსაც მზის ქვეშეთში შემსუბუქება არ ეწერა. მამამ უდროოდ სიყრმისშვილი, ცნობილი კინომოღვაწე, ტატო კოტეტიშვილი დაკარგა…
“დილით მე გავუარე მანქანით. ის ჰოლანდიელი კოლეგების გადამღებ ჯგუფთან ერთად იყო გაჩერებული ფალიაშვილის ქუჩაზე. ყველანი სხვა მანქანებში ჩასხა. მე მამაჩემთან ჩავჯდებიო და მთელი გზა აეროპორტამდე ქართულ და რუსულ ლექსებს კითხულობდა ჩემი ხმით.
_ მამა, ნუ ხარ დაღონებული, ფილმს დავამონტაჟებ და მალე დავბრუნდები. ამასობაში სახლიც დამთავრდება და საბოლოოდ დავბრუნდები სამშობლოშიო. გამომემშვიდობა და გაფრინდა.
ეროპორტიდან ლექციებზე წავედი. შემდეგ სტუდენტური დღეების გამო ჩვენი ინსტიტუტის მიერ გამართულ კონცერტს დავესწარი, სახლში მობრუნებულს ჰოლანდიიდან დამირეკეს, ტატო ინფარქტით გარდაიცვალაო. ეს მოხდა 1997 წლის 16 მაისს.
მთელი ცხოვრება ღმერთს იმას ვთხოვდი, ჩემიანის სიკვდილს ნუ შემასწრებ,  პირველი, დაე, მე ვიყო მეთქი. არც ამაში გამიმართლა.  (“მართალს ვიტყვი“)
“მეუღლემ მითხრა:  „_ იცი, წუხელ ტატო მესიზმრა, შეწუხებულმა შემომჩივლა, მამას უთხარი, ფანჯრიდან ცხვირში ნუ მაბოლებს, ნუ მაწუხებსო…~ `ეს რომ გავიგე, მოვუხშირე სარკმელში წევას და შიგ ცხვირ-პირში გაფუილებ მხრჩოლავ სიგარეტს. რა მოხდა, შვილო, უბედური მამის გულისთვის უნდა გაუძლო, მას ხომ სხვა გზა არ დარჩენია შენთან შეხვედრის და მდუმარე მასლაათისა. ახლაც სარკმელი გამოვაღე, გამოვყავ თავი, შენ შემეხე და დამიარე ტანში ჟრუანტლად“.
აკი ვთქვით, მის დეკორატიული ხვიარებით დამშვენებულ სახლს ფერფლი ავადაც აქვს დაცდილი და კარგადაც… ბევრის მომსწრეა ეს კედლები. ვახუშტის მამა 1937 წელს დაუხვრიტეს. `როდესაც კოტეტიშვილების სახლს ჯალათები მიადგნენ, დიდ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს მათთვის უთხოვია, _ შვილი დამასაფლავებინეთ და მერე ხომ არსად გაგექცევითო. თხოვნა, რა თქმა უნდა, ამაო გამოდგა და რამდენიმე დღის შემდეგ პატარა მანანას პროცესიას, რომელიც უკვე ხალხის მტრის შვილი იყო, მხოლოდ რამდენიმე კაცი მიაცილებდა… მაშინ, ოცდაჩვიდმეტში, ვახტანგ კოტეტიშვილის ვაჟი, ვახუშტი მხოლოდ ორი წლისა იყო…~
ბატონი ვახუშტი არც მაშინ იყო პესიმისტი კაცი, როცა წერდა: `ფიქრს მოსწყინდება რიალ-რიალი, სულს გაეყრება ცოდვილი ხორცი. დავრჩები ზემოთ სიცარიელე, ხოლო ქვემოთ კი პატარა ბორცვი“.
გაგვიჭირდება მასთან სულიერებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დიალოგების გარეშე, თუნდაც იმიტომ რომ `ვახუშტი კოტეტიშვილმა თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით შექმნა სამყარო, რომლის მსგავსი აღარასოდეს განმეორდება, რადგან მისი ამქვეყნად ყოფნა განპირობებული იყო არსებობის განსაკუთრებული ნიშნით – ერთადერთობით.“ (ივანე ამირხანაშვილი, “მისი ინტელექტუალური მისია“)
ძალიან გაუჭირდება საქართველოს და ქართულ ფოლკლორს ბატონი ვახუშტის გარეშე. იმ საქართველოს, რომელმაც თავსდამყდარი უბედურების გამო ღირსეული მამულიშვილი ღირსეულად ვერ იგლოვა…
ამ დიდებულ ადამიანზე სათქმელს, მოკრძალებული წერილი ვერ დაიტევს. როგორც ფშაველს და ქართული ფოლკლორის მოყვარულს, ყოველთვის მემახსოვრება  ბატონი ვახუშტის შესანიშნავი ნათქვამი:
“მინდოდა, ჩვენი მოქალაქეების მზერა ცოტა ხნით მაინც იქით მიმებრუნებინა, სადაც ჯერ კიდევ სწამდათ ანდრეზად თქმული, სადაც ჯერ კიდევ ბჟუტავდა მითოსურ ხილვათა მიმქრალი ნათელი, სადაც ჯიუტად ჩაბღაუჭებოდნენ ტრადიციული ხალხური აზროვნების ფესვებს და ჭერშეჭვარტლულ ქოხმახებში კვლავაც აჩხაკუნებდნენ ჯორაშეცერებულ პაპისეულ ფანდურებს, სადაც სიყვარულს ჯერ კიდევ სიყვარული ერქვა, ხოლო სიძულვილს – სიძულვილი. სადაც პირქუში მზერის ნაცვლად ფარისევლურ ღიმილს არ მოგაგებებდნენ და თუ გაგიღიმებდნენ, ეს უკვე ნამდვილი ღიმილი იქნებოდა და არა ღვარძლის ნიღბად სახმარი გრიმასა.
მოდით, ჩავხედოთ ჩვენი ფოლკლორის უსასრულოდ ფერადოვან სამყაროს და მისგან ვისწავლოთ ბევრი რამ, რაც არ ვიცით, ან რაც ვიცოდით და დაგვავიწყდა: თუნდაც ღირსება, თუნდაც ერთგულება, თუნდაც სიყვარული…“
ლევან ცალუღელაშვილი
თიანელების მიგრაცია საზღვარგარეთ
თიანელების მიგრაცია საზღვარგარეთ სოციოლოგ თამარ ზურაბიშვილის კვლევის საგანია. იმედია, ქალბატონი თამარი არ გაგვინაწყენდება თუკი ამ ნაშრომს ჩვენი მკითხველი გაეცნობა.
The results of research of Tamar Zurabishvili about an emigration of georgian population in abroad to find a god job and good conditions for life.თავად ქალბატონ თამარს კი სიამოვნებით დავუთმობთ ადგილს ჩვენს საიტზე და მისგან უშუალოდ მოვისმენთ ამ საინტერესო კვლევის პროცესის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.  მასალის ჩამოსატვირთად მიჰყევით ამ ბმულს – Zurabichvili
თიანეთის გეოგრაფიული მონაცემები
თიანეთი – მდებარეობს თიანეთის ქვაბულში, მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე (ზღვის დონიდან 1100 მ, თბილისიდან 75 კმ). დაბის სტატუსი მიენიჭა 1960 წელს. მოსახლეობა 3.6 ათასი (2002). დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის (მხარეთმცოდნეობის მუზეუმი), განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები. თიანეთი ადგილობრივი მნიშვნელობის სააგარაკო ადგილია. 1874-1930 წლებში თიანეთის მაზრის ცენტრი იყო. თიანეთის ჩრდილო-დასავლეთით შემორჩენილია XI ს-ის ხუროთმოძღვრული ძეგლის – ცხრაკარის სასახლის ნანგრევები.