დასრულდა გადაღებები თიანეთში ფშავისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმზე, რომელშიც თიანეთის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას. ფილმის გადასაღებად თიანეთს სტუმრობდა გადამღები ჯგუფი პუბლიცისტის ვანო ბერიძიაშვილის, პოეტების ჯარჯი ფხოველის და მარიამ ხუცურაულისშემადგენლობით. ფილმზე მუშაობა უახლოეს ხანში დასრულდება. 

გადასაღები მოედანი ვაჟა-ფშაველას კულტურისა და დასვენების პარკში მოეწყო. სტუმრებს მასპინძლობდნენ ვაჟა ივანაური(პარკის დირექტორი) ლალი ივანაური (კულტურის სახლის ხელმძღვანელი) ვიდეოფირზე აღიბეჭდა ანსამბლ „ნაკადულების“(ხელმძღვანელები: სპარტაკ გუშარაშვილი და ნანა მენთეშაშვილი) და ანსამბლ „ფშავლების“ (ხელმძღვანელი შორენა ჩოლოგაური) შესრულებული საკონცერტო ნომრები. არაერთი დუბლის გადაღების შემდეგ გადამღები ჯგუფი იმედოვნებს რომ თიანეთის ანსამბლებს და ზოგადად, თიანეთს ფილმში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა.



1 comment
Comments feed for this article
September 6, 2009 at 10:31 am
nana
zalian magaria